Friday, July 19, 2013

ქუთაისი სატრანსპორტო ჩიხებში


საქართველოში დასავლეთ - აღმოსავლეთის შემაერთებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 1865 წელს დაიწყო. ამ პედრიოდში დასავლეთ საქართველოში ყველაზე მსხვილი მიწათმფლობელი და ცნობილი  ყო ალექსანდრე ანანოვი. ანანოვები ფლობდნენ აჯამეთის ტყეს და მასთან დაკავშირებულ ხე-ტყის წარმოებას, მათი ღვინის სარდაფები კი საქართველოს ყველა კუთხეში იყო მოფენილი და ყოველწლიურად ღვინის ქარხნებ 600-700 ათას ლიტრ ღვინოს და 150 000 ბოთლ შამპანურს აწარმოებდნენ. მხოლოდ ვარციხის ღვინის სარდაფებიდან მეწარმეები ყოველწლიურად რუსეთში გზავნიდნენ 20-30 ათას ვედრო ღვინოს, 30-40 ათას ბოთლ შამპანურს და 60 ათას ბოთლ კონიაკს
ანანოვების სასახლე, დღევანდელი ვარციხის სამთავრობო რეზიდენცია

ანანოვების  მეურნეობას თანამედროვეები დაქირავებული შრომის გამოყენების ნიმუშად მიიჩნევდნენ, მათი ქარხანები მთელი რუსეთის მასშტბით კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ და მრავალი საერთაშორისო სიგელები და  მედლები მრავლად ჰქონდათ მოპოვებული. 
1866 წელს, ალექსანდრე ანანოვის ვაჟიშვილები ან და აბგარ ანანოვები, გაემგზავრენ პეტერბურგში და რკინიგიზის ადმინისტრაციაში, სოლიდური თანხის სანაცვლოდ, მოახერხეს პროექტის შეცვლა და სარკინიგზო მაგისტრალის ქალაქ ქუთაისის ნაცვლად სოფელ რიონში, თავიანთ მამულში გამოტარება. ამით ანანოვებმა მოახერხეს  პროდუქციის გატანის გაიაფება და გამარტივება, თუმცა ყოველივე ამის გამო პირველმა მატარებელმა, 1871 წელს ქუთაისს გვერდი აუარა და ისე გაიარა რკინიგზის ფოთი - ზესტაფონი, მაშინდელი სადგური ყვირილას მონაკვეთი. (ნიშნული A). 1872 წლის 10 ოქტომბერს თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი, ასევე ქუთაისის გვერდის ავლით ჩავიდაანანოვებმა  გვიან გააცნობიერეს მათი დანაშაული ქალაქის წინაშე და ბოლომდე განიცდიდნეს მას. დანაშაულის გამოსყიდის მიზნით, საკუთარი სახსრებით ააშენეს სპეციალური სახლი ყრუ-მუნჯი ბავშვებისათვის და სიცოცხლის ბოლომდე უხვად სწირავდნენ  უსახლკაროებისა და ობლების დახმარების ფონდებში. ასევე აქტიურად მიიღენ მონაწილეობა ქუთაისის მაგისტრალურ რკინიგზაზე ირიბად მიერთების საქმეში, რომელიც მხოლოდ 15 წლის შემდეგ, 1887 წელსტყიბული-ქუთაისი-რიონის  (ნიშნული B) რკინიგზის დასრულების შემდეგ მოხერხდა.